ფრაქცია “ლელოს” ლიდერები საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დღეს არასამთვარობო სექტორისა და მედიის წარმომაგდენლებს შეხვდნენ. მხარეებმა კომისიის მუშაობის მექანიზმები განიხილეს. როგორც პარტიაში ამბობენ, პარლამენტში “ლელოს” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. “ლელოს” წევრებს მიაჩნიათ რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ორი ბერკეტი უნდა გამოიყენონ – საგამოძიებო კომისიის შექმნა და მსხვილი საკანონმდებლო პაკეტის მიღება.