საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა აქციის ფონზე გაიმართა. პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმების შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ვიდრე რურუა საპატიმროშია, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება. მოძრაობა “შეცვალე”-ს და “სირცხვილია”-ს აქტივისტებმა თქვეს, რომ თუ მმართველი პარტია გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს – “ქართული ოცნება” მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს ვერ მიიღეს. აქციის ორგანიზატორები საპროსტესტო აქციებს აანონსებენ.