ორწლიანი პანდემიის ისტორიაში პირველად, ინფიცირებულთა რიცხვი კატასროფულ ნიშნულზე ავიდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსით 17 530 პირი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 39 ადამიანი შეემატა.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრას-დეტალებზე მედიასთან დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, სოციალური საკითხები და მედიკამენტების ფასების შემცირება იყო.