არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამონათვალში მიხიელ სააკაშვილის, ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის, ნიკა მელიას, გიორგი რურუას და სამოქალაქო აქტივისტების საქმეეები მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლება სასამართლო სისტემას იყენებს. ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე, რა დროსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიჩნევს, რომ ძალადობრივი აქცია ხელისუფლებამ წააქეზა.