რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალში გამოჩნდნენ და საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ინფორმაციას “ანტისაოკუპაციო მოძრაობა” ავრცელებს. დავით ქაცარავს ცნობით ოკუპანტები კირბალის სასაფლაოზე უკანონო საქმიანობას ახორციელებენ. “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას სრულ უყურადღებობასა და იგნონირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ მმართველი პარტია ქმედით ნაბიჯებს არ დაგადგამს ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველო ახალი ტერიოტიების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. დავით ქაცარავს ინფორმაციით საფრთხის ქვეშ არის სოფელში მცხოვრები მოსახლეობაც.