ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივსტები შეიკრიბნენ. ადგილზე აქცია გამართეს, პარტია “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც. “ვერ გაგვაჩერებ”, “ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს”, “არა პოლიტიკურ სასამართლოს” – შესაბამისი წარწერით, ახალგზარდებმა სასამრთლოსთან ბანერები მიიტანეს. ამბობენ, რომ მათი პარტიის ლიდერებზე პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიციაც. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.
საქალაქო სასამრთლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს უკვე 3 წელია განიხილავს. საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.