“ნაციონალურ მოძრაობაში” განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები შეაფასეს დღეს პარლამენტში. “ქართული ოცნების” ლიდერების თქმით, პარტიაში თანამდებობის ცვლა, არაფერს ცვლის. მათ თქმით, აუცილებელია ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს, თუმცა ამის იმედი მმართველ პარტიაში ნაკლებად აქვთ. ამბობენ, რომ ოპოზიცია მუდმივად დესტრუქციას მიმართავს.
“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ჩართონ საპარლამენტო საქმიანობაში მიესალმებიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბოიკოტი დიდი ხნის წინ შეწყვიტეს. მათი შეფასებით, მანდატის გამოუყენებლობა ამომრჩევლის დაღალატებაა.
“ნაციონალურ მოძრაობის”, პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარედ კობა ნაყოფია დაინიშნა, მისი თანამდებობა კი აკაკი მინაშვილმა დაიკავა. ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობასთან ერთად, ენმ-ს თბილისის ორგანიზაციასაც უხელმძღვანელებს.