გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს ტარიფებს “ლეიბორისტული პარტია” აპროტესტებს. მათ დღეს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. ამბობენ, რომ უწყება უნდა დაინტერესდეს თუ რატომ მიუვიდა მოსახლეობას ელექტროენერგიის ორი ქვითარი და იკვეთება თუ არა ამ საქმეში თაღლითური სქემა. მიშა ქუმსიშვილის თქმით, გაზრდილ ტარიფებზე პასუხისმგებლობა სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და კომპანია “თელმიკოს” ხელმძღვანელობას ეკისრებათ.