საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვწტილებით, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მიეცათ. გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, კლუბების მეპატრონეებს სტუმრების მიღებას გამაკცრებული რეგუილაციების დაცვით მოუწევს. ღონისძიებებზე მხოლოდ სტუმართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.
დამდეგ 2022 წელს საქართველო ისევ მძიმე ეპიდვითარების ფონზე ხვდება. ქვეყანაში ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, სპეციალისტები მორიგი ეპიდაფეთქების მოლოდინში არიან. ამჟამად ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის 70-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მოახლოებული დღესასწაულების შემდეგ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25 ათასამდე გაიზარდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის, ერთადერთ გამოსავალს ვაქცინაციასა და ბუსტერ დოზების გაკეთებაში ხედავენ. რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2100 ადამიანი დაინფიცირდა, 41 კი გარდაიცვალა.