საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო მხარდაჭერას ითხოვენ დიპლომატები, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. საქართველოში ამერიკის ელჩი თვლის, რომ დიდი წარმატება იქნება, თუკი ცვლილებები პარლამენტში სრული მხარდაჭერით გავა. შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ შეთანხმების შესრულების შედეგად – საარჩევნო კამპანია უფრო მეტად ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში წარიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის – ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” “მთავარი არხის” მეწილის – გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებისთვის მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.