სისტემური პრობლემები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მთავარ სამიზნეს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აფასებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დემოკრატიული კონტროლი არ არსებობს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ უწყებაში არსებული პრობლემების გამოსწორება პირველ რიგში, კონტროლის მექანიზმების შექმნით უნდა დაიწყოს. დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა და არასაკმარისი საპარლამენტო ზედამხედველობა – უწყების ეს გამოწვევები იყო განხილვის მთავრი თემა დღეს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ფიქრობენ, რომ სტრუქტურა საკანონმდებლო დონზე დარეგულირებას საჭიროებს. დღევანდელ შეხვედრას სახელმწეიფო სტრურქტურების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიოზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.