„ევროპულმა საქართველომ“ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. პარტია თვლის, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დღის წესრიგის გაფართოება, საპროტესტო აქციებში მეტი ადამიანის ჩართულობა და ყველა იმ საკითხის მოცვაა, რომელიც უშუალოდ ხალხს ეხება. “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს.