რა ფორმით და რა შემადგენლობით შეიქმნება თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი, რომლის შექმნის აუცილებლობაზეც მიხეილ სააკაშვილი, მის მიმართვაში საუბრობს. დერტალებზე “ნაციონალურ მოძრეაობაში” ჯერ არ საუბრობენ, ისევე როგორც ვერ საუბრობენ, თუ რა ფორმით ჩატრადება სააკაშვილის მიერ მოთხოვნილი ეროვნული აქციას. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა ოლიგაქიული მმართველობის დასრულებაა და ამ პროცესში მათი თქმით, სრულიად ოპოზიცია უნდა ჩაერთოს. ხელისუფლების ოპონენეტების ნაწილი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არა არის. თავად მმართველი პარტია კი ექსპრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას არც განიხილავს და აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა შეეგუოს სააკაშვილის ციხეში ჯდომას.