საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმებს მიუღებელს უწოდებს. როგორც twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა. მთავრობამ უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.