“იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, “ნაციონალური მოძრაობა” კლინიკასთან აქციას არ გამართავს” – პარტია ამ შეთავაზებას კვლავ ძალაში ტოვებს და მმართველ პარტიას კიდევ ერთ ინიციატივას აცნობს. პარტიის ლიდერების თქმით, პენიტენციურმა სისტემამ უნდა შექმნას ჯგუფი, რომელშიც გაერთიანედებიან ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, სააკაშვილის ოჯახის წევრი, 1 წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ადვოკატი და სამოქალაქო საზოგადოების 1 წარმომადგენელი. ეს ჯგუფი კი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ყველა დეტალს გაივლის, ექსცესებს თავიდან არიდების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” ამ წინადადებასაც არ დათანხმდება, ოპონენტები პროტესტი კიდევ უფრო გამწვავებას აანონსებებ.