ქვეყანაში კოვიდინფიცირების სტატისტიკა რეკორდულ ზღვარზეა. ყოველდღიურად იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვს კი 5751 ადამიანი დაემატა. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 6976 ადამიანი აიცრა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმინიზაციის ცენტრებს და ვაქცინაციასთან ერთად მკაცრად დაიცვან დაწესებული რეგულაციები.