ჩავარდნილი ვაქცინაციის ფონზე ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებლმა კრიტიკულ ზღავრს მიაღწია | 05.11.2021

ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებლმა  კრიტიკულ ზღავრს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 62 ადამიანი გარდაიცვალა,  5 340  კი დაინფიცირდა. საგანაშო კოვიდვითარების ფონზე კი, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობა კვლავ დაბალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ  4 063 ადამიანი აიცრა. ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისა და კოვიდრეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ 15 მარტიდან დღემდე 5469 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან თითქმის 99% არავაქცინირებული იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა. აქედან 17 შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დადგა.  გარდაცვლილი ორსულებიდან  არც ერთი არ ყოფილა ვაქცინირებული.