სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური დესტრუქციულ ძალებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სუს-ი დაკავებებით იმუქრება. დღეს გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში სხვადასხვა პირის მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები კეთდება, მათ შორის მოწოდებები რევოლუციის და ხელისუფლების დამხობის შესახებ. ვის გულისხმობს სუს-ი დესტრუქციულ ძალებში განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახრური უკვე აწარმოებს გამოძიებას ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. სუს-მა გამოძიების ფარგლებში აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომელშიც მთავარი ფიგურანტეები სავაუდოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დას აქტივისტები არიან