მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ ხდება. სასამრთლო სისტემის მიმართ უკმაყოფილებას ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს. საქმე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მომხდარს საგანგებო განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, აჩვენებს, რომ სისტემას არ სურს რეფორმების განხორციელება. დიპლომატიური უწყება ხელისუფლებას რეფორმების დაუყონებლი გატარებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალური ვაშინგტონის გარდა, სამასართლოს სისტემას აკრიტიკებს ევროკავშირიც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშნას, საგანგებო განცხადებით ეხმიანება ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც. ის ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდებს. ელჩი მიანიშნებს, რომ სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ევროკავშირიდან 75 მილიონიანი დახმარებას ვერ იღებს.
დასავლელი პარტნიორების გზავნილი არასამთავრობო სექტორისთვის შემაშფოთებელია. ამბობენ, რომ პარტნიორებმა უკვე კარგად იციან, თუ რა მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში, იციან ისიც, რომ სისტემას ე.წ სასამარტლო კლანი მართავს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სასამართლო რეფორმა ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირთან აშორებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეფასებებში ეთანხმება ოპოზიციაც. მიიჩნევენ, მსგავსი გადაწყვეტილებებით, საქართველო დასავლეთს შორდება, ქართული სასამართლო კი საერთაშორისო სტანდარტისგან ძალიან შორს არის. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დასავლელი პატრნიორების კრიტიკა გაითვალისწინოს და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. „ქართული ოცნებისთვის“ კი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა. მმართველი პარტიის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია მოხდა და საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
31 ოქტომბერს, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ჯერ კიდევ არჩვენების შედეგებს აჯამებდა, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.