ოპოზიცია კვლავს საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს, მანდატებს ტოვებს და ქუჩის პროტესტს უბრუნდება. გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენეტებმა არჩევნების მეორე ტურების შემდეგ მიიღეს, რომელიც მათი შეფასებით, ძალადობრივი მეთოდებით ჩატარდა და გაყალბდა. საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი პირველმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა უარს ამბობს დეპუტატის მანდატებზეც. ასეთი უკვე 4 დეპუტატია. გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა მას შემდეგ გაახმოვანს, რაც ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა საპატიმროში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც თხოვა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ საბოლო გადაწყვეტილებას პარტია პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გაახმოვანებს.
საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს პარტია “ლელოც”. მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირველი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ გადაწყვიტა, ბოიკოტის რეჟიმზე გადავუიდეს, თუმცა ხაზარაძის მსგავსად “ლელოს” სხვა ლიდერები მანდატის დატოვებას ჯერ არ აპირებენ. ამბობენ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომებს არ დაესწრებიან და საპარლამენტო საქმიანობაშიც არ ჩაერთვებიან. “ლელოს” ეს გადაწყვეტილება არცვენების გაყალბების გარდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება.
საპარლამენტო ბოიკოტის მომხრეა ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, თუმცა ის დეპუტატის მანდატის დატოვებაზე უარს ამბობს. მის თქმით, წინ საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის მისაღებადაც ოპოზიციის ხმები საჭიროა.
“ქართული ოცნების” შეფასებები და ტონი უცვლელია. ისინი ოპოზიციის მხრიდან ისევ რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებში დამარცხების გადაფარვის მცდელობაა და ოპოზიციის სისუსტის გამოვლინებაა. “ოცნებაში” არასერიოზულს უწოდებენ გადაწყვეტილებას მანდატების დატოვების თაობაზეც.
ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურებს უნდობლობას უცხადებს და საპროტესტო აქციებს იწყებს. მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და მიხეილ სააკაშვილის გათავისულფებაა.