გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიცია აქციებით უპირისპირდება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები დღეს ბათუმიდან იწყება. დღესვე, საღამოს 18:00 საათზე აქცია გაიმართება რუსთავის ციხესთან. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, ციხესთან პროტესტს პერმამენტული ხასიათი ექნება. რეგიონებში დაწყებული პროტესტი კი შაბათს დედაქალაქში გადმოინაცვლებს. აქციების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება იქნება.