სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იგეგმებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება, სააკაშვილის ტრანსპორტირებაში ხელის შეშლა და არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. ლილუაშვილის უწყება ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “დესტრუქციულ ქმედებებზე” საუბრობენ.