სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს დამხობის მუხლით გამოძიება დაიწყო – ლილუაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ სხვადასხვა ძალადობრივი ღონისძიება, გზების ბლოკირება, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა. უწყებამ აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაიწერა. ჩანაწერი 2 საათიანია და ის სისხლის სამართლის საქმეს აქვს დართული. ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლის თქმით, საუბარი მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის, ერთ-ერთი მათგანი სავარუდოდ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო წერედიანია.