“ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა” – განცხადებას ოპოზიცია მთავრობის მეთაურის გუშინდელი კომენტარის საფუძველზე აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, ხელისუფლების ოპონენტები სამართლებრივ სიბეცედ და პოლიტიკურ ლუსტრაციად აფასებენ. ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებას ნერვების კონტროლი უჭირს, რადგან იციან რომ მეორე ტურში მარცხდებიან.