არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხელისუფლება საპროტესტო აქციით ქუჩაში გამოვიდა. მმართველი პარტია დღევანდელი დღისთვის აქტიურად ემზადებოდა. მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირებს ავტომობილებისგან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ათავისუფლებდნენ. დილიდან კი სამზადისმა დედაქალაქის პარალიზებულიზება გამოიწვია. მოსახლეობას შეექმნა გადაადგილების პრობლემა.
ოპოზიციაში მმართველი პარტიის დღევანდელი შეკრება ძალის დემონსტრაციად და კონტრაქციად შეფასდა. თვლიან, არჩევნების წინ ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება.
“ქართული ოცნებაში” დღეს უარყოფდნენ ბრალდებებს, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი აქციაზე, თანხის და მუქარის სანაცვლოდ ჩამოიყვანეს. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მოქალაქეები თავიანთი ნებით ჩამოვიდნენ და იძულება არ ყოფილა.
“ქართული ოცნების” აქციას წინ უსწრებდა 14 ოქტომბერს თბილისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.