შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელები ტოვებენ. ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს გომელაურის უწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ დატოვეს. ძალოვანები აცხადებენ, რომ მათთვის ყოფილი პოლიციელების დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ამავე მიზეზით სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია კიდევ ერთმა პატრულ -ინსპექტორმა დაა სასაზღვრო პოლიციის ანაკლიის განყოფილების უფროსმა დატოვეს. პოლიციელებმა დემარში მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს და დააკავეს. ოჯახი რაფავას დაკავებას არჩევნებს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ მას სახლში იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.