მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი, პირი-ტრაილერის მძღოლი, გიორგი ნარიმანიძე დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება დანაშაულის დაფარვა. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით მანამდე სამი პირი დააკავეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.