ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ისევ საგანგაშოია – გასულ დღე ღამეში ვირუსს 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა , 5219 ადამიანი კი დაინფიცირდა.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო 24 საათში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 5 543 პირი აიცრა. გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სამინისტროში საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.
საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ჯანდაცის სამინიტრო მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე ალაპარკდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ პირებს, რომელთაც ეს პასპორტები არ ექნებათ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 9 588 პირია გარადცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 675 771 გახდა.