კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკა და მეხუთე ტალღის მოლოდინში მყოფი ქვეყანა. ეპიდემიოლოგები სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას აანონსებენ. მიზეზად კი ვაქცინაციის ტემპის ვარდნასა და რეგულაციებს დარღვევას ასახელებენ. გადატვირთული კლინიკებისა და პაციენტების მზარდი ნაკადის ფონზე მედიკოსები საველე ჰოსპიტლების საჭიროებაზეც ალაპარაკდნენ.
მზარდია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში. მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 100-ზე მეტი მცირეწლოვანი მკურნალობს, მათ შორის 30-40% ერთ წლამდე ჩვილია. მომართვიანობის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად აუცრელობას ასახელებნ. განმარტავენ, რომ ვაქცინირებული კლინიკაში შემოსული პაციენტების მხოლოდ 4 მშობელია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5739 ადამიანი კი დაინფიცირდა. გართულებული ეპიდვითარების ფონზე, კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო დღე ღამეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 6 203 ადამიანმა გაიკეთა, ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 900 000 გადაჭარბა.
ვაქცინაციის ტემპი განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სოფლებში აქტივობის გაზრდის მიზნით, ე.წ იმუნიზაციის მარათონი დაიწოს. პროექტმა სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან აიღო. მარათონის ფარგლებში, ვაქცინაციის სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში მოეწყო.
კორონავირუსის „დელტა” შტამთან გასამკლავებლად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ, მათ შორისაა ლატვია, სადაც 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ე.წ ლოქდაუნი ამოქმედდება. არასაიმედოა პროგნოზი ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 15%-ით, ხოლო გარდაცვალების სტატისტიკა 8.5%-ით გაიზარდა. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი დღიური მაჩვენებელი შენარჩუნებულია თურქეთსა და რუსეთშიც. შეზღუდვები დაწესდა სლოვაკეთშიც. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 241 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4.9 -ზე მეტია.