მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის განხილვის მთავარი საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. პარტიის ლიდერების თქმით, პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ თუ როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ შორის დაგეგმილ საპროტესტო აქტივობებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზეც.