პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია, არჩევნების შედეგებითაა უკმაყოფილო, ასევე იმ კრიტიკითაც, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებიდან ისმის. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილს თანამდებობის დატოვება ისევ მოუხდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს, ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ “ქართულ ოცნებაში”. ამბობენ რომ ეს ოპონენეტების მოგონილი ჭორია.