პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ პარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლა ეკრძალებათ. კახა კუჭავა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტთან შესვლა მნახველებს შეუძლიათ, თუმცა პენიტენციური სისტემის წესებით გათვალისწინებული რაოდენობით.
კახა კუჭავა უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის მაღალი თანამდებობის პირებსაც შეხვდება და სავარაუდოდ განხივის ერთ-ერთი მთაავრი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება. კახა კუჭავა ამბობს, რომ არანაირ ექსტრადირებაზე საუბარს არ აპირებს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის განაჩენები და გარდა ამისა მან საზღვრის უკანონო კვეთით კანონი დაარღვია. კუჭავა გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დააზიანოს.