აგიტაცია, ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა, უფლებამოსილი პირებისთვის ხელის შეშლა საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლის შეფერხება უბნის გარეთ სავარაუდო აგიტაციისა და აღრიცხვის მიზნით. დაუმოწმებელი ბიულეტენები – ეს და სხვა დარღვევები ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ დააფიქსირა. სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უბნებზე მობილიზებულები არიან ე.წ კრიმინალები, რომლებიც დგანან უბნის სიახლოვეს და ზეწოლას ახდენენ ამომრჩევლებზე.