წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი. ანზორ მელია, სოფელ ჭკადუაშში მხარდამჭერებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. მელიამ მოსახლეობას კორცხელი-ჭკადუაში-ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანუჩარ ფიფია წარუდგინა.