66 პირის მიმართ პატიმრობა და 71 პირის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი – ამის შესახებ საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშში. სიხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის მომზადებულ დოკუმენტში ასევე საუბარია COVID-19 ის პანდემიისგან გამოწვეულ ხარვეზებზე. იურისტების შეფასებით, პრობლემურია დისტანციურ სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევა და პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა. ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2020 წლის მარტიდან – 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში.