თბილისიში ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობი დღეს პარტია “ლელოს” მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა გააპროტესტა. მისი თქმით, მშენებლობა საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს. მერობის კანდიდატმა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, რა დროსაც სახლს, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს ძირი გამოეთხარა და კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.