“ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიას ისევ ოპონენტების კრიტიკით აგრძელებს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ფოთში მერობის კანდიდატის წარდგენისას ოპოზიციონერ კანდიდატს, გიგი უგულავას კორუმპირებული და დეგრადირებული პოლიტიკოსი უწოდა და თქვა, რომ ფოთში ქართული ოცნების კანდიდატს ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი უპირისპირდება. პრემიერის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგი უგულავა. ოპოზიციის ფოთის მერობის ერთიანი კანდიდატი აცხადებს, რომ ბრალდებები რაზეც რარიბაშვილი საუბრობს მის წინააღმდეგ პროკურატურამ შეთითხნა.