ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკას პასუხობს და თვლის, რომ ამ განცხადებების მთავარი მიზანი მისი იმიჯის დაზიანებაა. დოლიძე ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის გემოვნებით სამართალი და კანონის უზენაესობა ვერ განისაზღვრება, ამიტომ ის კოლეგებს, მათ შორის ჯანეზაშვილს სასამართლოში ერთობლივი სარჩელის შეტანას ურჩევს.
ანა დოლძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა და ლევან კობერიძემ, რომელთან ერთადაც დოლიძემ დღეს ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. მათ იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები ე.წ მოსამართლეების კლანის ერთ-ერთი წევრის, დიმიტრი გვირტიშვილის განცხადებებს შეადარეს და თქვეს, რომ ჯანეზაშვილი დოლიძის მიმართ შავი პიარის კამპანიას აწარმოებს.
ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, ანა დოლიძეს კანონის დარღვევაზე არასამთავრობო სექტორმაც მიუთითა. არასამთავრობო სექტორი დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.