facebook ჯგუფი “მედგიდი” ისევ დაიბლოკა. ჯგუფი, რომელშიც მოქალაქეებს კორონავირუსის თემაზე პროფესიონალი ექიმები კონსულტაციას უწევდნენ და კლინიკებში თავისუფალი ადგილის პოვნაში ეხმარებოდნენ უკვე მეორედ მოულოდნელად გაქრა. “მედგიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჯგუფს მიზანმიმართულად ებრძვიან.