შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. “თბილისის ზღვის პლაზაში” გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში დღეს ვაქცინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 60%-მდე უკვე აცრილია.