“ევროპული საქართველო” მერობის კანდიდატებს 12 მუნიციპალიტეტში წარადგენს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პარტიის ლიდერის თქმით, 2 მუნიციპალიტეტში, ხონსა და თერჯოლაში “ევროპული საქართველოს” წარდგენილ კანდიდატებს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს. პარტიის მიერ შეთანხმებული საერთო კანდიდატები იქნებიან ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე. გიგა ბოკერიას ინფორმაციით, 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315 ოლქში სხვადასხვა პარტიებს შორის შედგა შეთანხმება საერთო კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.