შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთობის დაბრუნებას. პარტია “მოქალაქეები” ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მათ თბილისსა და რეგიონებში საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ და მათი მთავარი სიმბოლო “კოდალები”, მიზანი კი ტვინის ბურღვა იქნება. პარტია “მოქალაქეები” გუნდის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში თბილისში გეგმავენ.