„სოციალური მაშველი“ ამ სახელწოდებით, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ“ მასშტაბური კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ყველა იმ ადამიანს, ვინც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან მუქარის ან სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის ადრესატი გახდება, პარტიის იურისტები დაეხმარებიან. “ევრიპულმა საქართველომ” შესაბამისი ცხელი ხაზიც აამოქმედა.