გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, რეგულაციებს საპატრიარქოც ამკაცრებს. პატრიარქის კურთხევით 14 აგვისტოდან ეკლესია-მონასტრები ზიარებისთვის ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ. როგორც ილია მეორეს შესაბამის ბრძანებაში ვკითხულობთ, ტაძრებში დაცული უნდა იყოს დისტანცია, ხოლო მრევლს თან უნდა ჰქონდეს პირბადე. კიდევ ერთი მოთხოვნა ეკლესიებში იატაკის დეზინფექციაა.