ქვეყანაში არსებული უკიდურესად რთული ეპიდვითარების გამო, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად შუაღამისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება. ასევე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება მიეცათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსმა 49 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 5 128 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან – თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, მეორე ადგილზეა აჭარა – 811 ინფიცირებით. მესამეზე იმერეთი , ხოლო მეოთხე ქვემო ქართლი. კორონავირუსით ინფიცირების სწრაფი მატების გამო ჰოსპიტალური სექტორი მძიმე დატვირთვას ვეღარ უმკლავდება, რის გამოც შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებამ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალები მოაწყოს.