თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლაც განახლდა. დღეიდან მგზავრები გადაადგილებას ხუთი მიმართულებით შეძლებენ, თუმცა ამისთვის რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მგზავრობის დაწყებამდე მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ, ვაგონში შესვლის შემდეგ კი ისინი დეზობარიერს გადიან და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ. პირბადეების გარეშე კი მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან. პირბადეების მოხსნა მოქალაქეებს მგზავრობის დასრულებამდე ეკრძალებათ.