სამწუხაროდ, ყველა კონსერვაციული ღონისძიება წარმატებული არ არის – გელათში სამონასტრო კომპლექსში შექნილ ვითარებაზე, UNESCO წერს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ღვთისმშობლის ტაძარზე დამონტაჟებულმა კრამტით გადახურულმა სახურავებმა და წმინდა გიორგის ეკლესიის მუდმივმა ტენიანობამ, კედლების მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემები 2017 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღეს.
“საჭიროა ისეთი გადახურვა, რომელიც ეკლესიას დაცვის საშუალებას მოგვცემს. ეს პრობლემები ამძაფრებს ამ ძეგლის კონსერვაციის მყიფე მდგომარეობას” – ნათქვამია დასკვნაში.
კულტურის სამინისტროს ბოლო დასკვნით, გელათზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ რთულ ვითარებაზე, წლებია საუბრობდნენ დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში 1 453 000 დაიხარჯა.