ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქალაქების მერებს ხელფასი უორმაგდებათ. ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ მერების სახელფასო ანაზღაურება რეალობასთან შეუსაბამოა. ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავად მიმდინარეობს.
“მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა” – ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ეკონომიკურ და კორონა პოლიტიკას. ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლება მდგომარეობას აკონტროლებს, გუნდის შიგნით კი არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.