ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ახალგორის რაიონში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ ორი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურებს სასახლეში ქსნის ერისთავების ცხოვრების და სასახლის მშენებლობის ისტორიის შესახებ უამბეს. ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია, ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანია ხელმძღვანელობით, ოკუპირებულ ცხინვალში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.