ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრის დროს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მიმართავს. მისი თქმით, აშშ-ს არ აინტერესებს, რომელი პარტია მართავს ქვეყანას, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” თუ რომელიმე სხვა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოში პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსა და 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლაზე.
“პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია… შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად?.. ვშიშობ, რომ პასუხია – არა. “იფიქრეთ ქვეყანაზე!” – ამას ვეტყოდი „ქართულ ოცნებას“. არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი”, – ამბობს დენიელ ფრიდი.